top of page
INOCHANGE

European Solidarity Corps

რა არის ევროპის სოლიდარობის კორპუსი ე.წ European Solidarity Corps?

 

ევროპის სოლიდარობის კორპუსი არის ევროკავშირის ახალგაზრდული მოხალისეობრივი პროგრამა, რომლის მიზანია მოხალისეობის გზით ხელი შეუწყოს სოლიდარობას, როგორც ღირებულებას, გააძლიეროს ახალგაზრდებისა და ორაგნიზაციების ჩართულობა ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის სოლიდარობის აქტივობებში, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ევროპაში ერთობის, სოლიდარობის, დემოკრატიისა და მოქალაქეობის განმტკიცებას, ასევე სოციალურ გამოწვევებსა და თემის გაძლიერებას, სოციალური ინტეგრაციის განსაკუთრებული მხარდაჭერით. გარდა ამისა, პროგრამას ასევე წვილი შეაქვს ევროპის ახალგაზრდულ თანამშრომლობის გაზრდაში.

მოხალისეობრივი სფერო შეიძლება იყოს სხვადასხვა თემაზე, როგორიცაა:ეკოლოგია, ხელოვნება, სპორტი, კულტურა და ა.შ მიმღებ ორგანიზაციას ირჩევთ იმის მიხედვით თუ რა სახის თემაზე გინდათ მოხალისედ მუშაობა.

European Solidarity Corps გთავაზობთ 2 სახის მოხალისეობრივ პროექტებს:

  • გრძელვადიანი, სადაც მოხალისეს 2-თვიდან 12 თვემდე საშუალება ეძლევა წვლილი შეიტანოს თავისი ორგანიზაციის ყოველდღიურ საქმიანობაში სოლიდარობის აქტივობების კუთხით, რათა საბოლოო ჯამში სარგებელი მოუტანოს იმ საზოგადოებას, სადაც ხორციელდება ღონისძიებები.

 

  • მოკლევადიანი, რომელიც საშუალებას აძლევს მინიმუმ ორი სხვადასხვა ქვეყნის 10-დან 40-მდე ახალგაზრდულ გუნდს, მოხალისეობრივად მონაწილეობა მიიღონ 2 კვირიდან 2 თვემდე პერიოდის პროექტებში. გაიცნონ ახალი კულტურა და ჩაერთონ ადგილობრივი თემის საჭიროებებზე მორგებულ აქტივობებში.

რატომ უნდა გახდე ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისე?

ევროპის სოლიდარობის კორპუსის მოხალისეობა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს შეიძინონ სასარგებლო გამოცდილება, უნარები და კომპეტენციები პიროვნული, განათლების, სოციალური, სამოქალაქო და პროფესიული მიმართულებით განვითარებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ დასაქმებას და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას.

რა ხარჯებს ფარავს ევროპის სოლიდარობის კორპუსი?

  • ფრენა (საქართველო– მიმღები ორგანიზაციის ქყვეყანა–საქართველო)

  • საცხოვრებელი (მათ შორის კომუნალური გადასახადები)

  • კვების ფული (თანხა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ცხოვრების სტადარტებთან)

  • ჯიბის ფული (თანხა დამოკიდებულია იმ ქვეყნის ცხოვრების სტადარტებთან)

  • შიდა ტრანსპორტირება (თუ მოხალისეს უწევს ტრანსპორტის გამოყენება სახლიდან მის სამუშაო ადგილამდე და უკან)

  • დაზღვევა 100% (მსოფლიოს მაშტაბით მთლიანი პროექტის განმავლობაში)

 

პროგრამაში მონაწილეობა არის სრულიად უფასო!!!

ინოჩეინჯი არის აკრედიტირებული გამგზავნი ორგანიზაცია (Accreditation No: 2019-1-PL01-ESC52-078033 ) და წლებია წარმატებულად აგზავნის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ქართველ ახალგაზრდებს. დაინტერესების ან დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვწეროთ შემდეგ ელ–ფოსტაზე: inochangeapplications@gmail.com

ბმული, სადაც შესაძლებელია თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის და პროექტების ნახვა:

  1. ევროპის სოლიდარობის კორპუსის გზამკვლევი (GE) - გზამკვლევი

  2. პორტალი, სადაც შეგიძლიათ თავად მოიძიოთ მოხელისეობრივი პროექტები (EN) - EUROPEAN YOUTH PORTAL

  3. ვიდეო ევროპის სოლიდარობის კორპუსზე (EN)-  Video

 

 

 

 

 

 

 

 

What is European Solidarity Corps?

The European Solidarity Corps is the new European Union initiative which creates opportunities for young people to volunteer or work in projects in their own country or abroad that benefit communities and people around Europe.

The young people who participate in the European Solidarity Corps will all agree with and uphold its Mission and Principles.

You can register for the European Solidarity Corps when you are 17 years old, but you cannot start a project until you are over 18. European Solidarity Corps projects will be available to people up to the age of 30 years old.

After completing a simple registration process, European Solidarity Corps participants could be selected and invited to join a wide range of projects, such as helping to prevent natural disasters or rebuild afterwards, assisting in centres for asylum seekers, or addressing different social issues in communities.

Projects supported by the European Solidarity Corps can last from two to twelve months. They will usually be located within the European Union Member States.

More information about the European Solidarity Corps [FAQs]

Interested?

If you are up for a challenge, and willing to dedicate yourself to helping other people, then join the European Solidarity Corps today!

Click the button below to start the registration process. To make the process as easy as possible, you can sign up using a social media account, or you can create an account with EU Login. View data privacy policy.

aaaaa.PNG

Let's Make A Change

Here are some more information:

bottom of page